08:55 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 16:47:03, 553 ნახვა

საზოგადოება
აბიტურიენტი: ცდილობენ, ჩარიცხულ სტუდენტებთან დაგვაპირისპირონ

აბიტურიენტებმა, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი გადალახეს და უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდნენ, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, ლოზუნგით „ჩაგვრიცხეთ“. 
აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში დარჩენილ 18 000 ვაკანტურ ადგილას მოხვედრას ითხოვდნენ. 
„ჩვენ არ ვითხოვთ მეორად ჩარიცხვებს. სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის თავისუფალი 18 000 ადგილი, რომელიც ვაკანტურია. ჩვენი მოთხოვნაა, იქ მოვხვდეთ“, – აღნიშნა ერთ–ერთმა აბიტურიენტმა მარიამ ვადაჭკორიამ. 
როგორც მარიამ ვადაჭკორია „ექსპრენიუსთან“ საუბარში ამბობს, მან 11 უნივერსიტეტი აირჩია, გამოცდებზე საშუალოზე მაღალი ქულები მიიღო, თუმცა ვერსად ვერ მოხვდა. 
„დავაგროვეთ საშუალოზე მაღალი ქულები.  მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უნივერსიტეტი გვეწერა, მაინც ვერსად ვერ მოვხვდით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩვენ გვდებს ბრალს, რომ არასწორად გავაკეთეთ უნივესრიტეტების ჩამონათვალი, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის.  არიან ბავშები, რომლებმაც ბევრი ფაკულტეტი მიუთითეს, მაგრამ მაინც ვერსად  მოხვდნენ. მე 11 უნივერსიტეტი მქონდა არჩეული, მეტი უნივესრიტეტი იმიტომ არ ჩავწერე, რომ არის კერძო უნივერსიტეტები, სადაც გადასახადი  3000–დან 5 000–მდეა, რის გადახდასაც ვერ შევძლებდით. ავირჩიეთ სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც დაფინანსების უფრო დიდი შანსი იყო.  მე პირადად 50%–ზე მეტი ქულა დავაგროვე, ყველა საგანში,  მაგრამ მაინც ვერსად  მოვხვდი. ფაკულტეტზე, სადაც მე მინდოდა ჩარიცხვა, ვნახე, რომ ჩემზე დაბალქულიანი ბავშვები არიან მოხვედრილები, რაც ასე განმიმარტეს – ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ ეს პირველი ეწერა და შენ მეორეო. მაგრამ უსამართლობაა, როდესაც 30 და 40 ქულიანი ბავშვები  ხვდებიან და ჩვენ, 60–70 ქულებით გარეთ ვრჩებით. მაია მიმინოშვილთან გვქონდა შეხვედრა, ასევე შევხვდით მინისტრის მოადგილეს, მაგრამ მათგან დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღეთ. სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, მანამდე გაგრძელდება აქციები“, – აცხადებს მარიამ ვადაჭკორია. 
რაც შეეხება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებას, რომ შესაძლოა ყველა აბიტურიენტს, მათ შორის ჩარიცხულებს, შესაძლებლობა მიეცეთ თავისი არჩევანი თავიდან გააკეთონ და ჩარიცხვები ხელმეორედ მოხდეს, აბიტურიენტები ასე პასუხობენ :
[16:46:27] Tako: „ ეს ყველაფერი კეთდება განგებ, რადგან, ის ადამიანები, რომლებიც უკვე უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ, დაგვაპირისპირონ ერთმანეთს. ჩვენ მათ არ ვუპირისპირდებით. ჩვენ ვითხოვთ 18 000 თავისუფალ ადგილზე ჩარიცხვას და ეს უკვე იმ ბავშვებს, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ, არანაირად არ უნდა შეეხოთ. უსამართლობა, იქნება, რომ ეს 619 ბავშვი გარეთ დაგვტოვონ, აქ საუბარი არ არის იმ ადამიანებზე, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. ჩვენ ბარიერი მაღალი ქულებით გადავლახეთ, მაგრამ მაინც გარეთ დავრჩით.  უსამართლობა იქნება ამდენი ბავშვის ქუჩაში დატოვება“. 
მარიამ გეგეჭკორის თქმით, აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 
„ყველანაირ ხერხს მივმართავთ. 5 დღე ვშიმშილობდით, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ზოგიერთმა შიმშილობა შეწყვიტა, ზოგმა განაგრძო“, – აღნიშნა ვადაჭკორიამ. 
აქციაზე აბიტურიენტები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ და გამოტანილი ქონდათ ბანერები წარწერით : „ჩვენ გვაქვს სწავლის უფლება“, „ოცნებად გცეული განათლება“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics