23:55 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 19:15:25, 628 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სასჯელის მოხდის ახალი ფორმის - შინაპატიმრობის აღსრულების უზრუნველყოფაზე მუშაობს.
სასჯელის მოხდის ახალ ფორმას - შინაპატიმრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს. უკვე შემუშავებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც შინაპატიმრობის ელექტრონული საშუალებით აღსრულების წესს განსაზღვრავს. 
"სამინისტროს  კომისიამ კვლევის საფუძველზე ამერიკული კორპორაცია „3 M“ გამოავლინა, რომელსაც მსგავსი ელექტრონული მოწყობილობების წარმოების დიდი გამოცდილება აქვს  და პირველ ეტაპზე, სწორედ მისგან მოხდება 200 სამაჯურის და შინაპატიმრობის ზედამხდველობის შესაბამისი ელექტორნული მოწყობილობების შეძენა",-აცხადებენ სამინისტროში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პროექტის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და 520 000 აშშ დოლარის ღირებულების შინაპატიმრობის მოწყობილობისა და მომსახურების გამარტივებული შესყიდვის უფლება ითხოვა. 
კახა კახიშვილის თქმით, საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც სასჯელის მოხდის მსგავს მექანიზმს ნერგავს და სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს არასრულწლოვანი პატიმრების რაოდენობას. 
შინაპატიმრობამისჯილი პირი სამაჯურის მეშვეობით მართვის პუნქტიდან გაკონტროლდება, რომელიც პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განთავსდება. 
ელექტრონული სამაჯურებით პირველ ეტაპზე ის არასრულწლოვნები ისარგებლებენ, რომლებსაც მოსამართლე სასჯელის მოხდის ფორმად შინაპატიმრობას განუსაზღვრავს. სამომავლოდ კი, პროექტი სხვა მსჯავრდებულებზეც გავრცელდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
სუს-ი - სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
„გამოვხატე მზაობა, განვიხილოთ ყველა სამართლებრივი შენიშვნა“ - კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics