13:07 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 11:25:53, 672 ნახვა

მსოფლიო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთს უკრაინასთან საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, რუსეთს უკრაინასთან საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმით,  უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლების შესვლა და იარაღის მიწოდება შეწყდება. 

„მე რუსეთს მოვუწოდებ, უკრინასთან  საზღვრები ჩაკეტოს, რათა შეჩერდეს უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლების შეყვანა და მათთვის იარაღის მიწოდება. ის იარაღი, რასაც ამბოხებულები იყენებენ ჰაერიდან ხომ ვერ გაჩნდებოდა?!  მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გაერო-ს შეფასებით, მარიუპოლში,  მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართული საშინელი თავდასხმები სწორედ სეპარატისტების მიერ კონტროლილებად ტერიტორიიდან მოხდა. ვფიქრობ, საზღვრების ჩაკეტვა თავის მხრივ ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს“,-განაცხადა ილკა კანერვამ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ მარიოპულზე 24 იანვრის  შეტევას 30 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა
ვაშაძე - ვის უტარებთ აქციას, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? - დამთავრებულია თქვენი საქმე!
ირაკლი ქარქაშაძე Routes Europe 2024-ის ფარგლებში ავიაკომპანია Transavia-ს მენეჯმენტს შეხვდა
პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში გაუმჭვირვალეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics