09:41 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-05 10:38:20, 513 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში ლიტერატურული კონკურსი გაიმართა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრში ლიტერატურული კონკურსი გაიმართა.

ღონისძიებას  ნოდარ დუმბაძის სახელობის ბიბლიოთეკა მასპინძლობდა და მასში სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„ჩემი სოფელი ათი წლის შემდეგ,“ ასე ერქვა თემას, რომელიც ჟიურიმ კონკურსის მონაწილეებს წარუდგინა. ორი საათის განმავლობაში ხიდისთაველი მოზარდები ცდილობდნენ ფურცელზე გადმოეტანათ ყველა ის სატკივარი, რაც არამხოლოდ მათ, ზოგადად მოსახლეობას აწუხებს.

ჟიურიმ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილის ქეთევან დუმბაძის, მწერალ მარიამ წიკლაურის და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის შემადგენლობით ერთხმად გამოხატა აღფრთოვანება კონკურსის მონაწილეების რეალისტური ხედვის და მწერლური უნარების გამო. მათივე თქმით, ბავშვების ნაწერებში სამოქალაქო აზროვნების განვითარების პროცესი იგრძნობა. სწორედ ეს არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ აღნიშნული ტიპის ღონისძიებების გამართვის მიზანიც, გაზარდოს ბიბლიოთეკების, საზოგადოებრივი ცენტრების ცნობადობა და ახალგაზრდებს უბიძგოს თავის მხრივ საინტერესო პროექტების შექმნისა და განხორციელებისკენ.

კონკურსში გამარჯვებულები ციფრული ფოტოაპარატებით და ტექნიკის და საკანცელარიო მაღაზიების ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. ასევე საჩუქრები გადაეცა კონკურსის ყველა მონაწილეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics