18:40 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-05 15:25:01, 579 ნახვა

სამხედრო
ბრიტანული და ქართული სამხედრო ორკესტრები კონცერტისთვის ემზადებიან

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს არმიის სამხედრო ბენდი უკვე საქართველოშია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბრიტანელმა ორკესტრანტებმა ევროპის მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად ხვალინდელი კონცერტისთვის გენერალური რეპეტიცია გაიარეს. The Salamanca Band & Bugles of The Rifles“ მუსიკოსებმა მეტეხის ხიდზე მარშირებით გაიარეს და ქართველ კოლეგებთან ერთად გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ჰიმნები შეასრულეს.

6 სექტემბერს, 17:00 საათზე, პირველად საქართველოში, ბრიტანული ბენდი მეტეხის ხიდზე მუსიკალური კომპოზიციების თანხლებით მარშირებას მოაწყობს. უნიკალური წარმოდგენის შემდეგ კი ევროპის მოედანზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი ბრიტანელებთან ერთად როგორც სამხედრო მარშებს, ასევე თანამედროვე მუსიკის შედევრებს შეასრულებს. კონცერტის ორგანიზატორები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ბრიტანეთის საელჩო და თბილისის მერია.

ბრიტანული სამხედრო ბენდი საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება და კონცერტებს გამართავს თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. „ბენდი რეგიონში მომავალი ორი კვირის განმავლობაში დარჩება. ჩვენ კონცერტებს გავმართავთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, შემდეგ კი სომხეთში გავემზავრებით. ჩვენი ორკესტრი მსროლელთა პოლკის მე-6 ბატალიონის ნაწილია. საქართველოში ვიზიტის მიზანია მხარი დავუჭიროთ ბრიტანეთის საელჩოს ქვეყნის მასშტაბით საქმიანობის განხორციელებაში,“ - განაცხადა ორკესტრის ხელმძღვანელმა, უორენტ ოფიცერმა, ლი კლეისონმა.

ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა კონცერტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „კონცერტი ბრიტანული მხარის მხარდაჭერით ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის თვალსაზრისით. ხედავთ რა სასიამოვნო და ლამაზი სანახავია ბრიტანელების ორკესტრი. ამ ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს სამხედრო და საორკესტრო მუსიკის პოპულარიზაციას და საშუალებას გვაძლევს ჩვენს მსმენელს უფრო მრავალფეროვანი მუსიკა შევთავაზოთ.“

ერთობლივი კონცერტი ქართველ და ბრიტანელ ხალხთა შორის კულტურათა დიალოგის პროცესის გაძლიერებას ემსახურება და ორ ქვეყანას შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ბრიტანეთის სამეფოს არმიის ბენდის საქართველოში სტუმრობა კიდევ ერთი დასტურია, რომ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის გზაზე.

„The Salamanca Band and Bugles of The Rifles“ გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ-დასავლეთის ერთადერთი ტერიტორიული არმიის ბენდია. ბენდს სახელი 1812 წლის 22 ივლისს იბერიის ნახევარკუნძულზე მომხდარი სალამანკას ბრძოლის პატივსაცემად დაერქვა. მდიდარი ტრადიციების მქონე ბენდი ჯერ კიდევ ნაპოლეონის ომების დროს იყო პოპულარული. ბრძოლის ველზე ბრძანებების გასაცემად მსროლელები ვეებერთელა დაფდაფების მაგივრად საყვირებს იყენებდნენ. ბენდი უნიკალური სტილის მუსიკას ასრულებს და მსვლელობის დროს წუთში 140 ნაბიჯს დგამს. კონცერტების გარდა, ბენდი სამხედრო აღლუმებს, ფესტივალებსა და ოფიციალურ ვახშმებს მუსიკალურად აფორმებს.

გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდი საქართველოში 10 სექტემბრამდე დარჩება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics