03:36 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 11:26:48, 316 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ

„სამედიცინო დახმარების ცენტრის  მედდებს შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ“,-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ნარმანიამ განმარტა, იანვრიდან როგორც უფროსი, ასევე უმცროსი მედდები გაზრდილ შრომის ანაზღაურებას მიიღებენ.

“დღეს  ჩვენ ვასრულებთ  ამ დანაპირებს  და დღვანდელი მთავრობის სხდომაზე   მიღებული გადაწყვეტილების  საფუძველზე  უფროსი მედდის შრომის ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული გვაქვს 100 ლარით  და შეადგენს 850 ლარს, ხოლო უმცროსი მედდის შრომის ანაზღაურება  გათვალისწინებულია  125 ლარით  და შეადგენს 750 ლარს. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩვენ სისტემაში მუშაობს და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით 24 საათიან სამუშაო რეჟიმშია, ვუთხრა, რომ თბილისის მერია ყოველთვის იზრუნებს მათზე და მათთვის შესაძლებობების მაქსიმუმს გააკეთებს“,-განაცხადა ნარმანიამ. 

თბილისის მთავრობის სხდომაზე  21 საკითხზე მსჯელობენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics