07:55 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 11:51:27, 361 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: დროა რუსეთი შევაჩეროთ

ევროსაბჭოს სესიაზე დეპუტატმა თინა ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები დაგმო. 

მან ყურადღება რუსეთ–აფხაზეთს შორის გაფორმებულ  „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ე.წ. ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება და შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მსგავსი ტიპის ხელშეკრულების  გაფორმებას ცხინვალის რეგიონთანაც გეგმავს. 

„ევროპამ და დემოკრატიულმა სამყარომ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ რუსეთის აგრესია და სუვერენული ქვეყნის  ტერიტორიების ოკუპაცია შეაჩეროს. რუსეთი უფრო და უფრო  მეტი ტერიტორიების ანექსიას ახდენს.  რამდენიმე წლის წინ მათ აგრესია განახორციელეს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაც და მოახდინეს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია. ამას აკეთებს ევროსაბჭოს წევრი ერთი ქვეყანა , მეორე წევრი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე შეფასებით, რუსეთის ამბიციურ ქმედებებს ათასობით ადამიანი ეწირება. 
აქედან გამომდინარე, ხიდაშელმა ევროსაპარლამენტო დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დღეს დაგეგმილ კენჭისყრაზე რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციები ამოქმედდეს. 
„ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას , რომლის წინააღმდეგაც რუსეთი სამხედრო აგრესიას ახორციელებს. რუსეთის იმპერიულ ამბიციებს ეწირება ათასობით ადამიანი, მილიონობით კი დევნილი ხდება.  საკითხავია კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს. რამდენი უნდა იქცეს ლტოლვილად, რამდენი ოკუპაცია და ანექსია, რამდენი ეთნიკური წმენდა უნდა მოხდეს. სახეზე გვაქვს უკრაინის, საქართველოს , მოლდოვას, მთიანი ყარაბაღის მაგალითები. დროა რუსეთი შევაჩეროთ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics