12:37 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 15:30:56, 364 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“: კომუნალური ვაუჩერის ოდენობა შემცირდა

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას სიცრუეში ადანაშაულებს.  
როგორც ფრაქციის წევრები აცხადებენ, ნარმანია საზოგადოებას დაპირდა, რომ 2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კომუნალური ვაუჩერი არც ერთი ოჯახისთვის არ შემცირდებოდა და მათ ყოველთვიურად 20 ლარი დაერიცხებოდათ.
თუმცა, მათივე თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა შემცირდა.
„დღეს თბილისის მერმა განაცხადა, რომ მოსახლეობისათვის  კომუნალური გადასახდელების დაფინანსებაზე მათი დაპირებები შესრულებულია და მაგალითად, მხოლოდამხოლოდ 70 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახებისთვის კომუნალური ვაუჩერის გაზრდა დაასახელა. სამწუხაროა, რომ თბილისის მერი ამჯერადაც იტყუებს თავს და ატყუებს თბილისელებს. გვინდა შევახსენოთ დავით ნარმანიას, რომ მისი დაპირება, რომელიც არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, იყო, რომ 2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კომუნალური ვაუჩერი არ შემცირდებოდა არცერთი ოჯახისთვის და მათ კვლავ ყოველთვიურად 20 ლარი დაერიცხებოდათ.
ამის საპირისპიროდ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა 70 000-მდეა. ასეთი დაახლოებით 39 000 ოჯახია) ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა შემცირდა. ის შემცირდა მათ შორის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული იმ 180 000-მდე თბილისელისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია. ამასვე ადასტურებს თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი, სადაც კომუნალური სუბსიდირების მიზნით 2014 წელს გამოყოფილი 45 100 000 ლარის ნაცვლად, მიმდინარე წელს 37 195 500 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება დაფინანსების წესს:
ჩვენს მიერ დადგენილი წესით, ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა 20 ლარს შეადგენდა (8.45 ლარი - ელექტროენერგიის საფასურისთვის; 8.40 ლარი - დასუფთავების მოსაკრებლისთვის; 3.15 ლარი - წყლის საფასურისთვის). ნარმანიას გადაწყვეტილებით მოხდება კომუნალური ვაუჩერის დიფერენცირება ოჯახის სულადობის მიხედვით. შედეგად: ერთსულიანი აბონენტები მიიღებენ 14.1 ლარს; ორსულიანი აბონენტები - 16.6 ლარს; სამსულიანი აბონენტები - 19.1 ლარს. აღსანიშნავია, რომ თბილისში აღრიცხული დაახლოებით 385 000 აბონენტიდან 238 000-მდე ოჯახი შედგება სამი ან ნაკლები წევრისგან. ანუ თბილისში მაცხოვრებელი მოსახლეობის (მათ შორის სოციალურად მძიმედ გაჭირვებული) დაახლოებით 60 %ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება.
მოსახლეობის მძიმე სოციალური ყოფის, ინფლაციის, ფასების ზრდის ფონზე ეს განსაკუთრებით მავნებლური გადაწყვეტილებაა და ჩვენ კატეგორიულად მოვუწოდებთ დავით ნარმანიას და ,,ქართულ ოცნებას" შეცვალონ მიღებული წესი და ნუ მოატყუებენ თბილისელებს ახალი წლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში გაუმჭვირვალეა
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics