04:34 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-12 12:22:10, 889 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთის პრემიერმა მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნება ურჩია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნება ურჩია.

ამის შესახებ ორბანმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიგრანტების ნაკადის ზრდა არა სამხედრო მოქმედებებთან, არამედ უკეთესი ცხოვრების ძიებასთან არის დაკავშირებული.

„ეროპაში მიგრანტები არა სამხედრო მოქმედებების ზონიდან, არამედ ლიბრაში, იორდანიასა და თურქეთში განთავსებული ბანაკებიდან შემოდიან. ისინი ამ ბანაკებში უსაფრთხოდ იყვნენ. ეს ხალხი ევროპაში არა უსაფრთხოებისთვის, არამედ უკეთესი ცხოვრებითვის ჩამოდის“, - განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ არ არსებობს უკეთესი ცხოვრების უფლება, არსებობს მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის და ღირსები უფლება.

აქედან გამომდინარე, უნგრეთის პრემიერი მიგრანტებს ურჩევს დაბრუნდნენ იქ, სადაც იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ 10 სექტემბრიდან უნგრეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო სწავლებებს გადის, რომლის ფარგლებში ისინი არალეგალ მიგრანტებთან გამკლავებას ისწავლიან.

გარდა ამისა, უნგრეთი საზღვრებზე კონტროლს გაამკაცრებს, სერბეთთან საზღვარზე კედელს აღმართავს და საზღვრის უკანონო კვეთისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გაამკაცრებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში 2015 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან 400 ათასი კაცი არალეგალურად ჩავიდა. წლის ბოლომდე მათი რიცხვი 850 ათასს მიაღწევს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics