11:06 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-12 12:26:36, 962 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა: ბაშარ ასადის რეჟიმისადმი რუსეთის სამხედრო დახმარება კრახისთვის არის განწირული

ბაშარ ასადის რეჟიმისადმი რუსეთის სამხედრო დახმარება კრახისთვის არის განწირული, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.

მისი თქმით, სირიის ომში რუსეთის სამხედრო ჩარევა ცხადყოფს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი სერიოზულ პრობლემებს განიცდის და ამიტომ რუს სამხედრო მრჩევლებს დახმარებისთვის მიმართა.

ობამას თქმით, რუსეთის სამხედრო ჩარევა სირიის სამხედრო კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას შეუშლის ხელს. 

ცნობისთვის, პენტაგონის სადაზვერვო თანამგზავრებმა სირიაში რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავების გააქტიურება დააფიქსირა. ამერიკის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთმა სირიაში დამატებითი სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ძალა გადაისროლა.

შეგახსენებთ, რომ სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ომს 230 ათასი ადამინის სიცოცხლე შეეწირა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics