17:12 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 15:38:14, 349 ნახვა

საზოგადოება
მერიის გათავისუფლებულ 3 თანამშრომელს სამსახურში აღდგენის ან უარის თაობაზე გადაწყვეტილება მაქსიმუმ 10 დღეში ეცნობება

თბილისის მერია ყოფილი თანამშრომლების, გირშელ ბართაიას, ლევან ხაბეიშვილისა  და ნინო ქაცარავას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ  გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე სოფიო სოხაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და დასაბუთებული გადაწყვეტილება მერიას ოფიციალურად  ჯერ არ მიუღია.

რაც შეეხება უშუალოდ, ხსენებული პირების სამსახურში აღდგენას, სოფიო სოხაძის თქმით, აღდგენის, ან უარის თაობაზე ბრძანება მერმა უნდა გამოსცეს, რასაც დრო სჭირდება. თუმცა, მისივე განმარტებით, კანონის თანახმად, პირს გადაწყვეტილების თაობაზე, მაქსიმუმ 10 დღეში ეცნობება.

"თბილისის მერიაში სასამართლოს გადაწყვეტილება კანცელარიის მეშვეობით გუშინ საღამოს შემოვიდა, ფიზიკური პირების განცხადების დანართის სახით. ოფიციალურად სასამართლოდან  ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ველოდებით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებასაც, რომელიც აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო წესით. რაც შეეხება მათ სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, აღდგენის, ან უარის თაობაზე გამოცემული უნდა იქნას მერის ბრძანება. ამას გარკვეული დრო სჭირდება და კანონით დადგენილ ვადაში, მაქსიმუმ 10 დღეში პირებს ეცოდინება გადაწყვეტილების თაობაზე,",-განაცხადა სოფიო სოხაძემ.

შეგახსენებთ, სასამართლომ  თბილისის მერიასა და ყოფილ თანამშრომლებს-გირშელ ბართაიას, ლევან ხაბეიშვილსა და ნინო ქაცარავას შორის დავა, ამ უკანასკნელების სასარგებლოდ გადაწყვიტა. თბილისის მერიას მათი  სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და 3 თვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

ცნობისთვის,  გირშელ ბართაია, ლევან ხაბეიშვილი  და ნინო ქაცარავა   დავით ნარმანიას ბრძანებით გაათავისუფლეს.  მერიის თანამშრომლების  მტკიცებით,  დაკავებული თანამდებობებიდან  უკანონოდ გათავისუფლდნენ  და მათ ნაცვლად უწყებაში ახალი ხელმძღვანელობის  ნათესავები დაასაქმეს,  რომლებსაც  არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics