16:30 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 16:08:22, 374 ნახვა

ბართაია: სასამართლოს ძალით აღდგენილ სამსახურში არ გვიშვებენ

სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენილი მერიის თანამშრომლები დღეს უწყებაში არ შეუშვეს. როგორ "ექსპრესნიუსს"  მერის ბრძანებით გათავისუფლებულმა გირშელ ბართაიამ განუცხადა, უწყებაში  მოსამართლის გადაწყვეტილება დღეს კიდევ ერთხელ მიიტანეს, თუმცა არავინ გამოხმაურებიათ.

გირშელ ბართაია,  ლევან ხაბეიშვილი  და ნინო ქაცარავა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასა და სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულებას ითხოვენ. ბართაიას თქმით, აღნიშნული მოთხოვნით,  ხვალ პროკურატურასაც მიმართავენ.

"მივედით მერიაში, სასამართლოს ძალით აღდგენილ სამსახურში და არ გვიშვებენ. უკვე ჩავაბარეთ გადაწყვეტილება, სამჯერ დავწერეთ განცხადება, რომ აქ ვართ და მზად ვართ მუშაობისთვის. ადმინისტრაცია არ გვეხმიანება, არავინ  არ გამოსულა ჩვენთან შესახვედრად. მერია მოსამართლის განჩინებას არაფრად აგდებს",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" გირშელ ბართაიამ.

შეგახსენებთ, სასამართლომ  თბილისის მერიასა და ყოფილ თანამშრომლებს-გირშელ ბართაიას, ლევან ხაბეიშვილსა და ნინო ქაცარავას შორის დავა, ამ უკანასკნელების სასარგებლოდ გადაწყვიტა. 

თბილისის მერიას მათი  სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და 3 თვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

ცნობისთვის,  გირშელ ბართაია, ლევან ხაბეიშვილი  და ნინო ქაცარავა   დავით ნარმანიას ბრძანებით გაათავისუფლეს.  მერიის თანამშრომლების  მტკიცებით,  დაკავებული თანამდებობებიდან  უკანონოდ გათავისუფლდნენ  და მათ ნაცვლად უწყებაში ახალი ხელმძღვანელობის  ნათესავები დაასაქმეს,  რომლებსაც  არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს
SJC - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
კრამონი - თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics