12:59 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 16:32:08, 1435 ნახვა

კომენტარი
თამარ სანიკიძე ვასაძის განცხადებაზე: როცა პატრიარქზე ვსაუბრობთ, მეტი ყურადღება გვმართებს

მე არ ჩავერთვები. ჭორაობისკენ მიდრეკილება არასოდეს არ მქონია.ვინ სად დაიბარა, ძალიან დიდი ბოდიში,-ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ლევან ვასაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საგან "მე და საზოგადოება"-სთან დაკავშირებით, მინისტრი საპატრიარქოში დაიბარეს.
სანიკიძის თქმით, როცა პატრიარქზე საუბრობენ, ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო. რაც შეეხება "მე და საზოგადოების ფარგლებში" განათლების სამინისტროს საპატრიარქოსთან ურთიერთობას,  სანიკიძის განმარტებით, პირველივე დღიდან მიმდინარეობს მუშაობა და საპატრიარქოს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.
"მე არ ჩავერთვები. ჭორაობისკენ მიდრეკილება არასოდეს არ მქონია.ვინ სად დაიბარა, ძალიან დიდი ბოდიში.მე  ვფიქრობ რომ ამ თემებზე უფრო მოკრძალებით და მითუმეტეს,  როცა პატრიარქზე ვსაუბრობთ, ცოტა მეტი ყურადღება გვმართებს.რაც შეეხება საპატრიარქოსთან ურთიერთობას "მე და საზოგადოების" ფარგლებში, განათლების  კომიტეტი, რომელიც მუშაობს საპატრიარქოში, მათთან ერთად პირველი დღიდან მიდის მუშაობა. დაახლოებით 12 თემატური შეხვედრა ჩატარდა, რის ფარგლებშიც დავამუშავეთ ეს საგანი.საპატრიარქოს ამ საგანთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია და დარწმუნებული ვარ, არც გააკეთებს იმიტომ, რომ სამუშაო რეჟიმში ვართ და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია ამაზე მუშაობა.შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მათი სახელით ასეთად ილაპარაკებს,ალბათ ამაზე უფრო უნდა დაფიქრდეს",-განაცხადა თამარ სანიკიძემ და აქვე დასძინა, რომ "მე და საზოგადოება" არის  ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გასათვალისწინებელი საგანი, რაც ნიშნავს, რომ ჯერ უნდა დამტკიცდეს სტანდარტი, შემდეგ პროგრამა, შემდეგ შემუშავდეს ლიტერატურა,  მომზადდეს პედაგოგი და ამის შემდეგ შევიდეს სასწავლო პროცესში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისიმ“ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის QR-ით გადახდა დანერგა
პროკურატურამ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
კობახიძე - ორბანი მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ვისთვისაც პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics