15:39 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 09:41:51, 494 ნახვა

ეკონომიკა
ღარიბაშვილი: ლარის გაუფასურება გლობალური პროცესის ნაწილია

ქართული ლარის აშშ დოლართან მიმართებაში ბოლოდროინდელი გაუფასურების ტენდენციის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული მოვლენა გამოწვეულია რეგიონში მიმდინარე მოვლენებით და გლობალური პროცესის ნაწილია, ამიტომ მისი განხილვა აღნიშნული კონტექსტის გარეშე არ იქნება სწორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მაგალითად კონკრეტული ქვეყნების ვალუტები დაასახელა, რომლებიც გაუფასურდა და აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოში დოლარის კურსის გამყარების პროცესის ნაწილია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს  ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება.

„საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. კურსის გაუფასურების გამო, ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის მსოფლიო ფასები. ფასების საშუალოვადიან დინამიკას აკონტროლებს ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და მთავრობის სრული მხარდაჭერა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კონკრეტულ ღონისძიებებზე ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტისა და ქართული წარმოების წახალისების მიზნით.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა სიტუაცია იყოს კონტროლის ქვეშ. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა, ხოლო ეროვნულ ბანკს სთხოვა, დროულად მოახდინონ მოსახლეობის ინფორმირება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს
SJC - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
კრამონი - თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება
თბილისში, ერთ-ერთი პიცერია სალმონელოზის დადასტურების გამო დაჯარიმდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics