10:06 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 10:50:55, 553 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ბანკმა პროკრედიტ ბანკის მიკრო სესხების პორტფელი იყიდა

თიბისი ბანკმა პროკრედიტ ბანკის 39 მილიონი ლარის მოცულობის მიკრო სესხების პორტფელი შეისყიდა.

გარიგება ბანკებს შორის ორმხრივი დაინტერესების გამო შედგა. პროკრედიტ ბანკმა ეს გადაწყვეტილება სტრატეგიული რეორგანიზაციის შემდეგ მიიღო - ფოკუსირება მცირე და საშუალო ბიზნესზე გააკეთა და მიკროფინანსირების ბაზარი დატოვა. თიბისი ბანკის გადაწყვეტილება კი, პირიქით, მიკროფინანსირების ბაზარზე გაფართოებისა და შემდგომი ზრდის სტრატეგიამ განაპირობა.

პროკრედიტ ბანკის მიკრო სესხების პორტფელის შეძენა თიბისი ბანკისთვის ნიშნავს რამდენიმე ათას ახალ კლიენტს, მიკროფინანსირების ბაზარზე წილის მნიშვნელოვან ზრდას და რეგიონებში კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას.  

„პროკრედიტ ბანკის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დატოვოს მიკროფინანსირების ბაზარი, მოგვცა საშუალება, გვეფიქრა ჩვენი პოზიციების გაძლიერებაზე  ამ სეგმენტში. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს მიკროფინანსირების ბაზარზე დიდი ზრდის ამბიცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვესყიდა პროკრედიტ ბანკის მიკრო სესხების პორტფელი, რომელიც გააძლიერებს თიბისი ბანკის პოზიციებს ყველა რეგიონში და შემატებს რამოდენიმე ათას მზარდ მიკრობიზნეს კლიენტს. ამით თიბისი ბანკი მნიშვნელოვნად გაზრდის თავის წილს მიკრო სესხების ბაზარზე და გაამყარებს სალიდერო პოზიციას “, - განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა.  

ცნობისთვის, თიბისი ბანკისა და მიკროსაფინანსო ბანკ კონსტანტას, იურიდიული და საოპერაციო შერწყმის პროცესი გასულ კვირას დასრულდა. კონსოლიდაციის შედეგად, მოხდა თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას სერვისებისა და პროდუქტების ინტეგრაცია და მიკროფინანსირება თიბისი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა.  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics