11:42 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 13:27:05, 480 ნახვა

ეკონომიკა
კვარაცხელია: კომპანიები მარწმუნებენ, რომ თუ კურსის დიდი რყევა არ იქნება, მედიკამენტებზე ფასები არ გაიზრდება

„ფარმაცევტული კომპანიები მარწმუნებენ, რომ თუ კურსის დიდი რყევა არ იქნება, მედიკამენტებზე  ფასები არ გაიზრდება“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ლარი ძალიან გაუფასურდა, რეაგირება წამლის ფასებზეც იქნება.

კვარაცხელიას შეფასებით, ამ დროისთვის გარკვეულ პრეპარატებზე ფასი არც ისე დიდი პროცენტით არის გაზრდილი.

„ეს ასე არ არის, რომ როგორც კი ლარი გაუფასურდება მეორე დღეს წამალზე ფასმა უნდა მოიმატოს. თუ ძალიან გაუფასურდა ლარი, რაღაც რეაგირება რა თქმა უნდა იქნება წამლის ფასებზეც, მაგრამ ეს, რომ პირდაპირ მიბმული იყოს ლარის კურსი წამლის ფასზე ასე არ არის. დოლარის ზონიდან, რაც შემოსატანი იყო შემოტანილია წამალი. გარკვეულ პრეპარატებზე, არც ისე დიდი პროცენტით არის ფასი მომატებული. ფარმაცევტული კომპანიები მარწმუნებენ, რომ თუ დიდი რყევა არ იქნება კურსის, მედიკამენტებზე  ფასები არ გაიზრდება. შექმნილ ვითარებაში, თუ სასწაული მოხდა და ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა, ამ შემთხვევაში ჩაერევა სამინიტრო და ეს ჩარევა იმ ფორმით მოხდება, რაც იმ შემთხვევაში საჭირო იქნება“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ვალერი კვარაცხელიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics