14:32 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 13:57:47, 425 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივი საარქივო საქმის სასწავლო კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საარქივო საქმის სასწავლო კურსზე მიღებას აცხადებს.

კურსი 16-20 თებერვალს ჩატარდება.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომელსაც საშუალება ექნება გაეცნოს საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

მათივე ცნობით, კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საარქივო საქმის სპეციალობით და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან უჭირავს მენეჯერის პოზიცია  ნებისმიერ სფეროში და სურს უფრო ღრმად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი.

„სწავლება  10 აკადემიურ საათს მოიცავს. ეროვნული არქივის სპეციალისტები ტრენინგის მონაწილეებს გააცნობენ შემდეგ საკითხებს: დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია, მისი ამოცანები, ფუნქციები და მოვალეობები; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები; საქმეთა ნომენკლატურა და მისი სახეობები; დაწესებულებაში საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი  ექსპერტიზა; დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმება; მოთხოვნები არქივის სათავსებისადმი და დოკუმენტების შენახვის რეჟიმები; დაწესებულების დოკუმენტური და საარქივო ფონდი; არქივის სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემა და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება; არქივის დოკუმენტების გამოყენება - სოციალურ სამართლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულება; ეროვნული საარქივო ფონდი. სასწავლო კურსი ჩატარდება ეროვნული არქივის შენობაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1), 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე. მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 თებერვლის ჩათვლით“, - ნათქვამია ეროვნული არქივის განცხადებაში.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: http://www.archives.gov.ge/ge/training




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics