20:59 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 14:42:06, 345 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: არასამთავრობო სექტორი საქართველოში თავისუფალი დარჩება, იმ შემთხვევაშიც, როდესაც სცდება

„არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო თავისუფალი და დარჩება თავისუფალი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც სცდება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

მისი თქმით,  ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება და ჭეშმარიტებაზე მონოპოლია არავის არ ეკუთნის.

„ყველას გვაქვს საშუალება,  ჩვენი აზრი გამოვხატოთ. რაც შეეხება ზეწოლას, ამას ცოტა დასაბუთება ესაჭიროება. ეხლა რომ გითხრათ, თქვენი მიკროფონი არ მომწონს, ეს არ არის ზეწოლა, ეს შეიძლება ჩემი აზრია, რომელიც უნდა მეთქვა, ან არ უნდა მეთქვა. მაგრამ, თუ მიკროფონს გამოგართმევთ ხელიდან, მაშინ ეს უკვე ზეწოლა იქნება. არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო და დარჩება თავისუფალი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც ის სცდება, ისევე, როგორც მაგალითად  პოლიტიკოსი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“  საუბრისას განაცხადა, რომ კახა კოჟორიძის , ნინო ლომჯარიას და გიგაურის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს და მათთან დაკავშირებით საინტერესო კვლევას დადებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics