16:52 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 15:49:34, 354 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობოები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ზეწოლის მცდელობას ხედავენ

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საქმიანობის შესწავლას მესამე სექტორის წარმომადგენლები პირდაპირ ზეწოლად აფასებენ.

ინტერვიუს შეფასებისას არასამთავრობოებში აცხადებენ, რომ დღეს მთავრობას რეალურად ყოფილი პრემიერი მართავს და მას მესამე სექტორის საქმიანობაში ჩარევა უნდა.

„მე ამას განვიხილავ, როგორც ზეწოლას ჩემს მიმართ და ჩემი საქმიანობის მიმართ. მე მიჩნდება განცდა, რომ ყველაზე გავლენიანი ხელისუფლების წარმომადგენელი აკვირდება ჩემს ცხოვრებას, რაც რა თქმა უნდა გარკვეულ დისკომფორტს მიქმნის, თუმცა ნამდვილად არც მანამდე მქონია განცდა, რომ არ იყო სახელწმიფო დაინტერესებული ჩემი ყოვედღიური საქმიანობით. რა თქმა უნდა არ ვაპირებ არაფრის შეცვლას, მაგრან ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, ძალიან არასწორი დამოკიდებულება ხელისუფლების მიერ სამოქალაქო სექტორის მიმართ“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

ივანიშვილის განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმაც შეაფასა.

„მე არ ვიცი ეს რა არის. ესეთი რამ პირველად მესმის, თუმცა ეს არის მისი პრიორიტეტი და მან შეიძლება ეს გააკეთოს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია. თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ ჩაატაროს კვლევა ჩვენზე, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერზე, ჩვენ პირიქით დავეხმარებით კვლევის ავტორებს და იმპლემენტატორებს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“  საუბრისას განაცხადა, რომ კახა კოჟორიძის , ნინო ლომჯარიას და ეკა გიგაურის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს და მათთან დაკავშირებით საინტერესო კვლევას დადებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კულება - ინდოეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - განსაკუთრებულ ყურადღებას „მშვიდობის ფორმულას“ მივაქცევთ
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics