00:11 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 16:03:57, 556 ნახვა

მსოფლიო
ევროასპარეზზე პროგრესის მისაღწევად, ლატვია საქართველოს აქტიურად დაეხმარება

ევროპულ ასპარეზზე პროგრესის მისაღწევად ლატვია საქართველოს აქტიურად დაეხმარება, - ამის შესახებ საქართველოსა და ლატვიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს რიგაში გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანი და დზინტარს რასნაჩი შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხნენ, მათ შორის, რიგის სამიტს და ამ სამიტზე საქართველოს პროგრესს.

„საქართველოსათვის რიგის სამიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისათვის საჭირო მოთხოვნებს და გვაქვს იმედი, რომ რიგის სამიტიდან ხელცარიელი არ წამოვალთ. ამ გზაზე ქმედით დახმარებას გვპირდება ჩემი ლატვიელი კოლეგა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა

რიგის სამიტის გარდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ მართლმსაჯულების რეფორმას, მთავრობების ანტიკორუფციულ ნაბიჯებს, სერვისების მიწოდების საკითხს და კანონშემოქმედებით საქმიანობას.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც მიმოიხილეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, ასევე, იმ გარემოებას, რომ ყოველი ნაბიჯი ევროპისკენ იწვევს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას და რომ რუსეთმა სულ ცოტა ხნის წინ გააფორმა აფხაზეთთან ხელშეკრულება, რითაც ქართული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

მინისტრები დეოკუპაციის, ევროკავშირთან დაახლოებისა და რეფორმების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ შეთანხმდნენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მოადგილესთან გოჩა ლორთქიფანიძესთან ერთად, რიგაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთპარტნიორობის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც დღეს გაიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics