11:27 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 16:13:08, 522 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: პაკეტის დროული იმპლემენტაცია ალიანსში გაწევრიანებასთან დაგვაახლოვებს

„ნატო–საქართველოს“ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის დროული და ეფექტური იმპლემენტაცია, ალიანსში გაწევრიანებასთან დაგვაახლოვებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრ ვერშბოუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის შეფასებით, ვერშბოუს საქართველოში ვიზიტი, ნატო-ს მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა.

„ვერშბოუ  გვეწვია თბილისში, ეს კი იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცე, მკაფიო მხარდაჭერა ნატო–სგან და ნატოს წევრი ქვეყნებისგან.  მინდა კიდევ ერთხელ  აღვნიშნო, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ალიანსის მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ნატო–ს ქმედით ჩართულობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია“,  – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით,  საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, უელსის სამიტზე მიღებული პაკეტი დროულად და ეფექტურად განხორციელდეს.

„ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. გვაქვს სრული მზაობა და მობილიზება. ვართ მჭიდრო თანამშრომლობაში ნატო–ს ცენტრალურ ოფისთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან.  მინდა ვერშბოუს მადლობა ვუთხრა  იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად მას აქვს შეტანილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და კონკრეტულად პაკეტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, ვერშბოუსთან შეხვედრაზე მათ რეგოინში არსებული სიტუაცია და საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითრება განიხილეს.   
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის გეგმა, ასევე ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონში არსებულ შიდა და გარე სიტუაციაზე, იმ საფრთხეებზე რომელიც ევროპაში, ზოგადად მსოფლიოში არსებობს. განვიხილეთ ასევე ჩვენს ქვეყანაში,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ბოლოს ჩვენ ვთანმხდებით, რომ პაკეტის დროული და ეფექტური იმპლემენტაცია დაგვაახლოვებს ჩვენ საბოლოო მიზანთან, ალიანსში გაწევრიანებასთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics