11:17 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 18:47:24, 458 ნახვა

პოლიტიკა
ჩიორა თაქთაქიშვილი და გუგული მაღრაძე ევროსაბჭოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ევროსაბჭოში მედიის თავისუფლების საკითხზე დებატებისას,  ქართველი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები  რეზოლუციის ტექსტში ეროსი კიწმარიშვილის საქმის დაუყონებლივ გამოძიებასა და მაუწყებლის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ჩამატებას ითხოვენ. საპარლამენტო უმცირესობას  მიაჩნია, აღნიშნული ცვლილებები მედიის თავისუფლებას ზღუდავს. 

"პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოსტზე არჩევისთანავე საჯაროდ დაიწყო დავა მთავარი და უმსხვილესი კომპანიის "რუსთავი2"-ის მფლობელობის შესახებ. მან მოუწოდა დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც ნამდვილი მესაკუთრეები უწოდა, მიემართათ პროკურატურისთვის და მოეთხოვათ საკუთრების უფლების დაცვა. სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს "რუსთავი2"-ის შენობაში გენერალური დირექტორისა და მთავარი რედაქტორის სამუშაო კაბინეტებში. უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები "რუსთავი2"-ს ოპოზიციის მხარდაჭერაში მუდმივად ადანაშაულებდნენ  არასაკმარის რეიტინგებსა და რეალური სურათის  არასწორად წარმოჩენაში. სამწუხაროდ, გამოძიებამ განაცხადა, რომ "რუსთავი2"-ის შენობაში აღმოჩენილ ფარულ კამერებთან დაკავშირებით ძიება პროგრესს ვერ მიაღწევს, სანამ "რუსთავი2" არ დაასახლებს შსს-დან იმ პირთა ვინაობას, რომლებმაც კამერების არსებობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.მთავრობა ასევე ედავება კომპანია "თი-ვი- ემ- არ საქართველოს", რომელიც სატელევიზო რეიტინგებს იკვლევს. საგადასახდო სამსახური ახორციელებდა ზეწოლას, გაემხილა მონაცემები იმ ადგილების შესახებ, სადაც რეიტინგის საზომი სისტემები იყო. დამთხვევაა,  მაგრამ შეიქმნა ახალი კომპანია, რომელიც რეიტინგებს იკვლევს და შემოვიდა ქართულ მედიასცივრცეში, ის უკვე ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი მიმართულია რეკლამირებისკენ, რაც მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი უმსხვილესი ტელეკომპანიის ერთადერთ ფინანსურ წყაროს წარმოადგენს. შემთხვევითი არ არის ახალი კანონმდებლობის მიღებაც, რომელიც მედიაში რეკლამის დროს ზღუდავს. მთავრობა ირწმუნება, რომ ეს ევროკავშირის დირექტივებით კეთდება. მაგრამ საქართველოს 4 წელი მისცეს ამ დირექტივების შესასრულებლად. ამიტომ, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ანგარიშში წარმოდგენილ ცვლილებას",-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

თაქთაქიშვილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ უპასუხა და მის განცხადებას სიცრუე უწოდა.

"ჩემი ქართველი კოლეგის გამოსვლასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა. რამდენიმე ტელოკომპანიას, რომელიც ყველამ იცის, რომ ოპოზიციურად არიან განწყობილი მთავრობის მიმართ, შეუძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობა.ძალიან მიკვირს, როდესაც ამბობენ, რომ წვდომა არ აქვთ.რაც შეეხება მფლობელობის საკითხს, მედიის იდენტურობის ბარათი, რაც ამ მოხსენების ავტორის აზრით,  გამჭვირვალობის ინდიკატორია, ჩვენ მივიღეთ კანონი და მფლობელობა დღეს გამჭვირვალეა. ჟურნალისტებს საქართველოში ინფორმაციისადმი უფრო მეტი წვდომა აქვთ. რაც შეეხება კანონს რეკლამის შესახებ, ეს არის კანონი სოციალურ რეკლამზე და ის ყველა ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად, არ უკავშირდება ტელევიზიების სარედაქციო დამოუკიდებლობას.უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მედიის თავისუფლების კუთხით, პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში. ამიტომ, გთხოვთ, ენდეთ მხოლოდ კანონმდებლობის კონკრეტულ პუნქტებს.მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ისაუბრონ, რომელი პუნქტი ხდის უარესს ტელეკომპანიებისა და სხვა მედიასაშუალებების მუშაობას. ინფორმაცია უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს და ყველას მოგიწოდებთ, გადაწყვეტილება მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოთ",-აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

გიორგი კანდელაკმა კი,  ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა.  ასევე,  ტელეკომპანია მაესტროსთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ერთი თვის წინ ტელეკომპანია წამყვანმა ჟუნრალისტებმა და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა დატოვეს. დეპუტატმა ევროსაბჭოს მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველოში მიმდინარე პროცესებიდამი ყურადღების მიქცევისკენ  მოუწოდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შამუგია - სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება
„პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს თანხა გამოსძალეს“ - სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
პოლ დენი - ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics