15:44 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 19:47:35, 341 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი შუღლის გაღვივების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე ვერ შეთანხმდა

პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი შუღლის გაღვივების შესახებ  ვერ შეთანხმდა.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით უკმაყოფილება როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, ხოლო კანონის დამრღვევ მოქალაქეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ არასამთავრობო სექტორის განცხადებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ კანონპროექტში არსებული ცვლილებების მიხედვით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ ხდება.
შეგახსენებთ, რომ  კანონპროექტის თანახმად დასჯად ქმედებად განისაზღვრება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი  ქმედებისკენ, აღნიშნული ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით. ასეთი ქმედებისთვის გათვალისწინებულია 2–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.   ხოლო, თუ ამგვარი მოწოდების შედეგად პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდებას ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის  მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვება, დანაშაულის ჩამდენ პირს 8–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება. რაც შეეხება „სხვა მძიმე შედეგს“ იგი დანაშაულის ბრალდების დროს პროკურორის მიერ უნდა დასაბუთდეს, ხოლო დადგინდეს სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics