04:58 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 20:55:09, 314 ნახვა

პოლიტიკა
პრობლემა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა დაუსჯელობა რჩება

Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოში ერთ-ერთი პრობლემა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა დაუსჯელობა რჩება.

საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ასეთი სახის დანაშაულების გამოსაძიებლად საქართველოს დამოუკიდებელი ქმედითი მექანიზმი არ გააჩნია.ანგარიშში კონკრეტიული საქმის დეტალები მოხვდა:

"აგვისტოში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" განაცხადა, რომ თბილისის ერთ-ერთი უბნის პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქე გიორგი ცომაიას, რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში მიაკითხა პოლიციის უბანს ღამით და მოითხოვა, მისთვის 2013 წელს სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულების სახით ჩამორთმეული მობილური ტელეფონის დაბრუნება. ცომაიამ განაცხადა, რომ დაახლოებით თერთმეტმა პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, რის შედეგადაც სახეზე და თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შემდეგ იგი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ანგარიშის მომზადების დროს ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ცომაიას სარჩელის შესწავლა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთმა წამყვანმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 2014 წელს 10 თვის განმავლობაში სულ მცირე 50 საჩივარი მიიღო, მათგან 31 - პოლიციის, ხოლო 19 - ციხის პერსონალის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხებოდა. საია-ს განცხადებით, ხელისუფლება ვერ ახერხებს აღნიშნული საჩივრების ეფექტიანად გამოძიებას", - ნათქვამია ანგარიშში. 
Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, მაისში გამოცემულ თავის წლიურ ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა პოზიტიური ცვლილებები პენიტენციურ სისტემაში, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მაგრამ აგრეთვე შეეხო პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ფაქტს, რასაც ეფექტიანი გამოძიება არ მოჰყოლია. "მან, აგრეთვე, აღნიშნა "ციხეებში რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული შემაშფოთებელი გარემოებები", - წერია ანგარიშში. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics