10:47 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 21:18:19, 474 ნახვა

პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: არასამთავრობოები საელჩოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინტერვიუს იგი დღეს გაეცნო.

ნორლანდის თქმით, არასამთავრობო სექტორი აშშ-ს საელჩოს პარტნიორები არიან.

"ბატონ ივანიშვილს ხანგრძლივი ინტერვიუ ჰქონდა გუშინ ტელევიზიით. მე კვლავ ვეცნობი იმ მასალებს, რომელიც უკავშირდება ამ ინტერვიუს. როდესაც ბატონი ივანიშვილი გამოდის, ის ყოველთვის გულახდილად საუბრობს და საინტერესო დისკუსიას იწვევს. საზოგადოებაში მნიშვნელოვანია დიალოგი. კრიტიკა აზრის თავისუფლების გამოხატვაა, რაც საზოგადოებაში დემოკრატიული პროცესებისთვის მნიშვნელოვანია. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედია, არასამთავრობო სექტორი. ბატონი ივანიშვილის მოსაზრებები ნამდვილად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. თავის მხრივ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისთვის“ საელჩოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან“, - განაცხადა ნორლანდმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics