01:12 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 19:37:24, 560 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა. გეგმიური საველე წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადის ორგანიზებით გაიმართა.

სწავლებაში სახმელეთო ჯარების I მსუბუქი ქვეითი, IV მექანიზირებული, V  ქვეითი ბრიგადებისა და  სპეციალური ოპერაციების ძალების საინჟინრო ჯგუფები მონაწილეობდნენ.

სწავლების მონაწილეებს წვრთნების დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცა. პოლკოვნიკ ჯოხაძეს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ სწავლების ხელმძღვანელებმა და მონაწილეებმა ინფორმაცია მიაწოდეს.

„ეს არის საინჟინრო ქვედანაყოფების პირველი მაშტაბური სწავლება. მანამდე მიმდინარეობდა ცალკეული  ბრიგადების საინჯინრო ჯგუფების სწავლება.  დღეს კი მათი  გაერთიანება მოხდა. სწავლების შემდეგ მოხდება შეფასება, რის შედეგადაც საინჟინრო ქვედანაყოფები გააგრძელებენ  მუშობას იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად რაც დღეს გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, ყველა იმ ამოცანის შესრულება  საკმაოდ რთულია, რის წინაშეც საქართველოა, თუმცა მინდა გითხრათ რომ  საიჟინრო ქვედანაყოფების აღჭურვა და წვრთნა ინტენსიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ.

ვითარებაზე ორიენტირებული წვრთნების მთავარ ამოცანას საინჟინრო ჯგუფების მიერ საერთო საჯარისო ოპერაციებში სამანევრო ქვედანაყოფების მხარდაჭერის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. წვრთნების დროს, სამხედრო მოსამსახურეებმა კონტრიერიშის უზრუნველსაყოფად საკუთარ და მოწინააღმდეგის დაბრკოლებებში გასასვლელების მოწყობის მეთოდები დახვეწეს.

სწავლება ოთხი ფაზისგან შედგებოდა. საინჟინრო დანაყოფებმა ეტაპობრივად განახორციელეს გადაადგილების, დაზვერვის, შეტევის განხორციელების, ობიექტების დაპყრობისა და ექსპლუატაციის, რეორგანიზაციისა და სამოქალაქო ხელისუფლებაზე კონტროლის გადაცემა.

სწავლებაში ჩართული იყო საინჟინრო ტექნიკა, განხორციელდა ქვეითი და მძიმე ტექნიკის ხიდების მოწყობა. წვრთნაში 377 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია
თბილისში საპროტესტო აქციას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან
აპარატი - სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics