23:22 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 13:54:40, 514 ნახვა

საზოგადოება
პროფკავშირების გაერთიანების წევრები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ

პროფკავშირების გაერთიანების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქცია ვარდების მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები შრომის ანაზღაურების მინიმუმის გაზრდას ითხოვენ.

როგორც აქციის ორგანიზატორი, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, შრომის ინსპექცია მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა იყოს დაწერილი.

„დღეს უამრავ საწარმოში შრომის ღირსეული პირობები ნამდვილად არ გახლავთ. კატასტროფაა კაზრეთში და ზესტაფონში. დამოკიდებულება არაადექვატურია მასწავლებლებთან მიმართებაშიც. ამ ყველაფერს სჭირდება ჩვენი მობილიზება და თქმა იმისა, რომ შრომა იყოს ღირსეული. მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა იყო შრომის ინსპექცია დაწერილი და დასავლეთს თვალებში ნაცარს არ უნდა ვაყრიდეთ“, - განაცხადა პეტრიაშვიმლა.

ამასთან, იგი მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნითაც გამოვიდა. მისი თქმით, სახელმწიფო სახელფასო პოლიტიკის პირობებში ქვეყანაში უმუშევრობის შემწეობის სისტემა არ არსებობს.

„სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა შემწეობა ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, ხოლო პენსია, მხოლოდ მიმდინარე თვეში გაუტოლდება საარსებო მინიმუმს“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics