06:35 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 16:47:06, 718 ნახვა

საზოგადოება
გეგა გობეჯიშვილი „ჰოლიდეი ინნ“-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მივიდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მივიდა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს.

როგორც გობეჯიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და მხარს რევაზ არველაძეს დაუჭერს.

ცნობისთვის, გეგა გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს. იგი სამართალდაცველებმა გვიან ღამით დააკავეს.

ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გობეჯიშვილი 500 ლარის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რევაზ არველაძე დღეს გეგი გობეჯიშილის გათავისუფლებამდე საარჩევნო ყრილობის დაწყებას აპროტესტდება. 

„მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში ჩემს თავს, ყველა კანდიდატს, ყველა დელეგატს, აღმასკომს, და აღმასკომის თავმჯდომარეს, სანამ ბატონი გეგა გობეჯიშილი არ გათავისუფლდება პატიმრობიდან, მანამდე არ დაიწყოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა. ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და მე ამ მოწოდებაში ვარ მართალი, ვარ უმეტესობაში. ამიტომ, მინდა დანარჩენებსაც ვუთხრა, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვტილება ამ წუთში“, - განაცხადა რეზი არველაძემ.

შეგახსენებთ, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ“-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იბრძვის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics