19:52 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 21:22:37, 686 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა.

არჩევნებში მონაწილეობას სფფ-ის საარჩევნო ყრილობის 33 დელეგატი იღებდა. მათგან 18-მა ხმა ლევან კობიაშვილს მისცა, 15-მა რეზი არველაძეს, პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ კი, ვერცერთი ხმა ვერ მიიღო.

მანამდე ფედერაციის ყრილობაზე დელეგატებმა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტების ხმის უფლებაზე იმსჯელეს. ყრილობის გადაწყვეტილებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ გურიის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის ფედერაციის პრეზიდენტებს კახაბერ ებრალიძეს და გია შარაბიძეს.

ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დღეს 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაახლოებით 9 საათის დაგვიანებით დაიწყო. სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მთელი დღის განმავლობაში ხმაური იყო. არჩევნების დაწყების პროცესი ერთ-ერთი დელეგატის გეგა გობეჯიშვილის დაკავების გამო შეფერხდა, რომელიც გუშინ, გვიან ღამით დააკავეს. გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს. იგი სასამართლომ დღეს 500 ლარის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

არჩევნების მიმდინარეობას სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, დელეგატები, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არჩევნებს დაესწრო  ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც, რომელიც მიწვეულ პირთა სიაში არ იყო. როგორც მოგვიანებით კალაძემ განმარტა, „ჰოლიდეი ინნ“-ში მისი მისვლის მიზეზი უეფას ვიცე პრეზიდენტთან გრიგორი სურკისთან შეხვედრა იყო.

ფეხბურთის პრეზიდენტის თანადებობაზე  4 წლის ვადით აირჩიეს. მანამდე აღნიშნულ თანამდებობას ზვიად სიჭინავა იკავებდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics