07:46 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 22:39:40, 827 ნახვა

კომენტარი
რევაზ არველაძე: აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი კობიაშვილის ბრალი არ არის

აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი კობიაშვილის ბრალი არ არის, - ამის შესახებ რევაზ არველაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

არველაძემ ლევან კობიაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და უსურვა, იმაზე მეტი შეძლოს, რაც მისმა წინამორბედებმა შეძლეს.

„მინდა აბსოლუტურად ვაჟკაცურად, კაცურად მივულოცო ლევან კობიაშვილს. მინდა მან იმაზე მეტი შეძლოს, რაც შეძლეს მისმა წინამორბედებმა და ფედერაციამ ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო 40 დღის განმავლობაში ასე მშვიდად არ ვყოფილვარ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ 15 ადამიანს, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში ბოლომდე გვერდში დამიდგნენ, მათ შორის ძალიან დიდი მადლობა კახა ებრალიძესა და გიორგი შარაბიძეს. თუ ოდესმე ვიფიქრებდი, რომ ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა, არც ჩემ თავს, არც მეგობრებს და არც ოჯახს ამდენს არ ვანერვიულებდი, მაგრამ ეს ყველაფერი ყველაზე უზენაესი და დიდი მიზნისთვის - ფეხბურთისთვის კეთდება. რაც გამოვიდა, გამოვიდა. აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. ეს ყველაფერი მისი ბრალი არ არის. ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ. არაუშავს, გავუძლებ და ისევ ამაყად, თავაწეული ვივლი ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა რევაზ არველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვიმლა გაიმარჯვა. მას მხარი 18-მა დელეგატმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რეზი არველაძეს 15-მა დელეგატმა მისცა ხმა, ხოლო მამუკა კვარაცხელიას არც ერთი ხმა არ მიუღია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics