00:43 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-04 10:56:18, 710 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით მ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს „Baikal MP-654“-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტი, დანა და „Haenel Shmeiser“-ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით,  ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას მიეკუთვნება და სასროლად ვარგისია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics