15:18 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-04 10:58:02, 719 ნახვა

საზოგადოება
დღეს 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 114 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

4 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 114 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.  ოფიციალური მონაცემებით,  მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 77 მლნ ლარს გადააჭარბა. 

3 ოქტომბერს  დღეღამურად გადამუშავდა 4 591 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.  რთველი ფაქტობრივად დასრულებულია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 14 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 59 ათასი ტონა, საფერავი - 40,1 ათასი  ტონა, ასევე 2,7 ათასი ტონა  კახური მწვანე და 12 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 37,8 ათასი ტონა, თელავი - 26,2 ათასი ტონა, ყვარელი - 20,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,7 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 4 ათასი ტონა და საგარეჯო - 7,4 ათასი ტონა. 
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა
პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics