13:27 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-04 12:57:53, 686 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ღვინის ხარისხის კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას ვაპირებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მესამე წელია, საქართველოში წარმატებული რთველი ტარდება.

როგორც ღარიბაშვილმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში  ქართული ღვინის ცენტრის გახსნაზე განაცხადა,  დღეის მდგომარეობით, 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.

"მესამე წელია, წარმატებულ რთველს ვატარებთ საქართველოში.წელს ასევე ძალიან ბარაქიანი რთველი გქვონდა, 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული დღეის მდგომარეობით. სახელმწიფო ჩაიბარებს ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელსაც კერძო სექტორი  არ, ან ვერ ჩაიბარებს. თეთრი ყურძნის შემთხვევაში სახელმწიფო ვუხდით 60 თეთრს, ასევე საფერავში -85 თეთრს.ეს არის  მინიმალური ზღვრული ფასი, რომელსაც სახელმწიფო უხდის იმ შემთხვევაში, თუ სხვა კერძო კომპანიები ვერ ჩაიბარებენ ყურძენს.ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ გლეხს აღნიშნული ფასების პირობებში, დაახლოებით,  100 პროცენტიანი მოგება მიეღო, ეს არის, ასე ვთქვათ,  ჩადებული ამ ტარიფში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ სახელმწიფო აპირებს, ღვინის ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცროს.

ცნობისთვის, დღეს ქართული ღვინის დღე აღინიშნება.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics