12:54 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 10:39:28, 580 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე,  ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მშენებარე შენობის ჩამონგრეული აივანი დაეცა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 ადგილობრივების განცხადებით, მშენებლობა ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა და ნაგებობის ჩამონგრევის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ბათუმის ვიცე-მერის,  ბაგრატ მანუელიძის, განცხადებით, თუკი ექსპერტიზა დაადგენს, რომ ნაგებობა დემონტაჟს  ექვემდებარება, მშენებელს დემონტაჟის განხორციელებას დაავალდებულებენ.

"თუ გვეტყვის ექსპერტიზა, რომ ნაგებობა  ექვემდებარება დემონტაჟს, ჩვენ დავავალდებულებთ მშენებელს, რომ გააკეთოს დემონტაჟი. დავეხმარებით, რომ ყველაფერი განვსაზღვროთ. რა რაოდენობის ზარალი მიადგა,  რისი მიზეზით მიადგა და აქედან გამომდინარე, არსებული წესის მიხედვით, ზარალს აუნაზღაურებს მშენებილი კომპანია", - აღნიშნა ბათუმის ვიცე-მერმა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს
საქსტატი - 2023 წელს, ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა
The Digital Banker-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics