00:24 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 13:29:48, 1624 ნახვა

პოლიტიკა
პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ანაზღაურება: ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო 16 537 ლარია

საქართველოში, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარეს აქვს, რომლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ჯამში 16 537 ლარს შეადგენს. ყოველთვიური ანაზღაურების მიხედვით, მე–9  ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი – 6 900 ლარი. მე–18 ადგილზეა პრემიერ–მინისტრი –  4 250 ლარი. 135–ე ადგილზე არიან დეპუტატები – 2000 ლარი. ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვთ, აჭარისა და აფხაზეთის  თანამდებობის პირებს.

აღნიშნული მონაცემები  პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა. 

ქრონოლოგიურად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარის შემდეგ, მაღალი ანაზღაურება აქვთ აღნიშნული კომისიის წევრებს. კომისიის ოთხი წევრის თანამდებობრივი სარგოებია 16 338, 16 149, 15 842 და 14 886 ლარია;  ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა  12 633 ლარს შეადგენს;  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - 12 500 ლარი; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წევრების  - 11 900 ლარი; საქართველოს პრეზიდენტი - 6 900 ლარი; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები - 6 500 ლარი. საბჭოს წევრთა რაოდენობა 6–ს შეადგენს და ჯამში მათი ყოველთვიური ანაზღაურებისთვის 39 000 ლარი გამოიყოფა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს 6 000 ლარი შეადგენს. სულ 18 მოსამართლეა და ჯამში 108 000 ლარი გამოიყოფა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ყოველთვიური სარგო 6 000 ლარს შეადგენს. სულ 9 მოსამართლეა და ჯამში  54 000 ლარია გამოყოფილი. გენერალური აუდიტორი ყოველთვიურად 5 950 ლარის ანაზღაურებას იღებს, მისი პირველი მოადგილე 5 600 ლარის, დანარჩენი სამი მოადგილე კი, 5 500–5 500 ლარს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ყოველთვიური სარგო 5 000 ლარია. სულ 26 მოსამართლეა და ჯამში მათი შრომის ასანაზღაურებლად 130 000 ლარია გამოყოფილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანაზღაურება ყოველთვიურად 4 800 ლარია. მას მოჰყვება საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რომლის ყოველთვიური სარგო 4 250 ლარია; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ყოველთვიური ანაზღაურებაა - 4 030 ლარი; ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის - 4 000 ლარი; საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო   4 000 ლარია. სულ საქალაქო სასამართლოს 97 მოსამართლეა და ჯამში მათი შრომის ანაზღაურებისთვის 388 000 ლარია გამოყოფილი. მთავარი პროკურორი ყოველთვიურად 3 910 ლარის ანაზღაურებას იღებს.

რაც შეეხებათ მინისტრებს, მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 540– 3 540 ლარია. იგივე ანაზღაურება აქვთ,  მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს, ასევე დაზვერვის სამსახურის უფროსს  და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს.

ყოველთვიური ანაზღაურების მიხედვით, რიგითობით მათ მოყვებათ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე – 3 520 ლარი; საგადასახადო ომბუდსმენი - 3 500 ლარი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - 3 500 ლარი; საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - 3 450 ლარი; მთავარი პროკურორის მოადგილე – 3 400 ლარი, რომელთა რაოდენობა ორია და ჯამში მათი ანაზღაურება 6 800 ლარს შეადგენს; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - 3 310 ლარი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - 3 310 ლარი; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი - 3 200 ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი - 3 200 ლარი; საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილე - 3 125 ლარი; აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - 3 070 ლარი; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - 3 070 ლარი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი - 3 000 ლარი.

მინისტრების პირველი მოადგილეების  ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2 950 – 2 950 ლარია. იგივე ანაზღაურება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეებს,  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილეს და მოადგილეებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, შემოსავლების სამსახურის უფროსს და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის ყოველთვიური ანაზღაურება 2 900 ლარია. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის 2 880 ლარი; შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ანაზღაურება კი,  2 750 ლარს შეადგენს.  მერების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2 750 ლარია. სულ 12 მერია და ჯამში მათი ყოველთვიური ანაზღაურებისთვის 33 000 ლარია გამოყოფილი.

მათ მოჰყვებიან მინისტრების მოადგილეები და მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2 720 ლარს შეადგენს. იგივე ანაზღაურება აქვთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს –  სულ 4 მინისტრია და ჯამში 10 880 ლარია გამოყოფილი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს და ფინანსთა სამინიტროს სახაზინო სამსახურის უფროსს.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის ყოველთვიური ანაზღაურებაა 2 710 ლარი, პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის - 2 700 ლარი.

2 650 ლარიანი ნაზღაურებაა აქვთ აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრებს, საკრებულოების თავმჯდომარეებს და გამგებლებს.  შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეს  - 2 600 ლარი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს 2 500 – 2 500 ლარიანი ანაზღაურება აქვთ.

2 360 ლარია  აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების მოადგილეებისა და გუბერნატორების პირველი მოადგილეების ანაზღაურება, გუბერნატორის მოადგილეების კი, 2 250 ლარი.

პარლამენტის აპარატის უფროსის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2 220 ლარს შეადგენს. იგივე ანაზღაურება აქვს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრების პირველი მოადგილეები  2 130 ლარის; აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე - 2 100 ლარი; აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე - 2 060 ლარის ანაზღაურებას იღებენ.  პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილები კი, 2 050–2050 ლარს.  პარლამენტის წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარია. პარლამენტში 150 წევრია და მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურებისთვის 300 000 ლარია გამოყოფილი.

მათ მოჰყვებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომელთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო  1 950 ლარს შეადგენს, სულ 18 წევრია და ჯამში, ისინი ყოველთვიურად  35 100 ლარს იღებენ.  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრების ანაზღაურება 1 950 ლარია. სულ 23 წევრია და ჯამში მათი შრომის ანაზღაურებისთვის 44 850 ლარია გამოყოფილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრების მოადგილეების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო  1 950 ლარია,  აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის  1 900 ლარი; აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - 1 900 ლარი ანაზღაურებას იღებს; აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე - 1 870 ლარი; ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე - 1 850 ლარი და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე – 1 750 ლარის ანაზღაურებას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics