23:36 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 15:25:55, 332 ნახვა

პოლიტიკა
ჟენევაში დისკუსიების რაუნდზე ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გალში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს დაუთმობს

ჟენევაში დისკუსიების რაუნდზე ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას  გალში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს დაუთმობს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ ჟენევის მოლაპარკებების 33-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა გალის რაიონში მცხოვრები  მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად სათანადო ზომები იქნას მიღებული.  

 „საქართველოს დელეგაცია განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ მონაწილეობას და იმედს გამოთქვამს, რომ  დანარჩენი მონაწილეებიც პასუხისმგებლობით მოეკიდებიან  მოლაპარაკებებს. ამ თვალსაზრისით, დადებითი პრეცედენტები უკვე შეიქმნა წინა რაუნდებზე.

ტრადიციულად, ქართული მხარე დააყენებს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობის საკითხს.

მიმდინარე რაუნდზე საქართველოს დელეგაცია  განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს. ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა სათანადო ზომები იქნას მიღებული იქ მცხოვრები  მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 33-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს გაიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics