23:24 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 16:22:40, 511 ნახვა

სამხედრო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი იმყოფება

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმ სალისტეს ქართველი კოლეგა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი მასპინძლობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება ესტონეთის სერჟანტთა მომზადების სკოლის ხელმძღვანელი, მაიორი მადის ნომე.

ესტონეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია დღეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა. ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სტუმრებს სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და სერჟანტთა პროფესიული განვითარების პროცესები გააცნო.

ესტონური დელეგაცია ხვალ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, პოლკოვნიკ ლევან ბერიას შეხვდებიან. დაგეგმილია სტუმრობა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისშიც“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics