09:29 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 16:22:06, 567 ნახვა

საზოგადოება
თბილისის განვითარების ფონდი ბეთლემის N10 -ში გზის მოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის განვითარების ფონდი ბეთლემის ქუჩა N10 -ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე  გზის მოშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც თბილისის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებასია ნათქვამი, ბეთლემის ქუჩა N10-ში, სადაც თბილისის განვითარების ფონდი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, 3 ოქტომბერს უსაფრთხოების მიზნით, პროექტით გათვალისწინებული მიწის მოჭრის სამუშაოების ჩასატარებლად კონტრატორმა კომპანია „GBC”-იმ სამშენებლო ღობე საავტომობილო გზაზე 3 მეტრით გადაწია (რაც პროექტით გათვალისწინებული და შეთანხმებული იყო).

„ღობე მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ თვითნებურად მოშალა, რის შედეგადაც, ავტომანქანების მოძრაობამ გზის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. კონტრაქტორი კომპანიის მიერ  უსაფრთხოების ზომები დროულად იქნა  მიღებული, აღნიშნულ მონაკვეთზე დაიდგა მედროშე-გამაფრთხილებლები და გამოძახებული იქნა საპარტულო პოლიცია, ოპერატიულად მოხდა თბილისის განვითარების ფონდისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მობილიზება.

ბეთლემის ქ.N10-ში სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების მიზნით უკვე აღდგენილია  დროებითი სამშენებლო ღობე და დაზიანებული საკანალიზაციო მილი, რომლის აღდგენაც ინციდენტიდან 1 საათში ოპერატიულად მოხდა.

ბეთლემის ქუჩა N10-ის ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის დემონტაჟი 2014 წლის ივლისში დაიწყო და სექტემბრის თვეში დასრულდა. დემონტაჟის პროცესში, გზის ჩანგრევის თავიდან ასაცილებლად, ჩატარდა სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ უსაფრთხოების მიზნით, საჭირო იყო საყრდენი კედლის შენარჩუნება სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე.  პროექტირებისას გათვალისწინებული იქნა გზის ამ მონაკვეთზე განიერი საყრდენი კედლის მოწყობა, რისთვისაც აუცილებელია აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის მოჭრის სამუშაოების ჩატარება.  კედლის აშენების შემდეგ მოხდება სავალი გზის აღდგენა, რასაც დასჭირდება არაუმეტეს 3 თვე.

აღნიშნული გზის შეზღუდვის მიუხედავად, ბეთლემის ქუჩაზე მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს არსებული ალტერნატიული გზით. გარდა ამისა, კონტრაქტორ კომპანია „GBC”-ისა და გზის აღნიშნული მონაკვეთის მომიჯნავე მიწის კერძო მესაკუთრეს შორის მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება და მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება, რათა მოსახლეობისთვის დამატებით მოეწყოს შედარებით მოკლე საავტომობილო გზა, რომლის მშენებლობაც 10 დღის ვადაში განხორციელდება.

ბეთლემის ქ.N10-ში საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის აგვისტოსთვის დასრულდება და აღნიშნულ მისამართზე 13 ბინათმესაკუთრე, რომელსაც ფონდი ყოველთვიურად ბინის ქირას - 400 ლარს უხდის, ახალ რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics