17:43 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 13:37:57, 424 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ საზოგადოებას დღეს 2014 წელს  იუსტიციის უმაღლესი სკოლის  მიერ   გაწეული საქმიანობის ანგარიში  და 2015 წლის  ძირითადი  მიმართულებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

როგორც ლაშა მაღრაძემ განაცხადა, 2014 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში არაერთი აქტივობა განხორცილდა, მათ შორის, აღსანიშნავია  ევროპის საბჭოს  მხარდაჭერით შემუშავებული სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი და 4 წელზე გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლის შედეგადაც, სკოლას ნათლად ჩამოყალიბებული  განვითარების ხედვა გააჩნია.

მისივე განმარტებით, 2015 წელს იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის, სამოსამართლე კანდიდატების სწავლების პერიოდის გაზრდა, სხვადასსხვა პროგრამების დახვეწა,  კვლავ პრიორიტეტად რჩება.

"ტრადიცულად საზოგადოებას წარვუდგინეთ ანგარიში გასული წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, წარვადგინეთ ინფორმაცია 2015 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულების შესახებ. გასული წლის განამვლობაში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, აღსანიშნავია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შემუშავებული სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი და 4 წელზე გაწერილი სამქომედო გეგმა, რის შედეგადაც, სკოლას  ნათლად ჩამოყალიბებული განვითარების ხედვა გააჩნია. გარდა ამისა, 2015 წლის განმავლობაში, იუსიტიის უმაღლესი სკოლისთვის კვლავინდებურად პრიორიტეტულად რჩება სამოსამართლო კანდიდატების სწავლების პერიოდის გაზრდა. ასევე, სკოლის შესაძლებლობების განვითარება. გარდა ამისა,  პრიორიტეტულია სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შემდგომი დახვეწა და განვითარება. ამასთანვე, მოსამრთლე კორპუსის პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე ტრენინგების ჩატარება- იქნება ეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, გენდერული თანასწორობა,  ოჯახში ძალადობის თემატკია, რაც მთლიანობაში,   ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხის კიდევ უფრო ზრდას და მის განვითარებას უწყობს ხელს",-განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სასამართლო ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოს,  სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა  იუსტიციის უმაღლესი სკოლის გასული წლის საქმიანობა ნაყოფირად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ  სკოლისთვის მომდევნო წელიც  შედეგიანი იქნება.

" იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ,  გასული წლის შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშის წარმოდგენა უკვე ტრადიციად იქცა. ასევე, განიხილება მომდევნო წლის გეგმები. ისევ პრიორიტეტულად რჩება მოსამართლეობის კანდიდატების მომზადება. ასევე, სამოხელეო კურსი და სხვა მრავალი სიახლე, რომელიც საზოგადოებას გაეცნობა. ძალიან ნაყოფიერი იყო სკოლის ხელმძღვანელობის სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი ვიზიტები აშშ-ში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რამაც საშუალება მოგვცა, შეგვესწავლა სამოსამართლე სწავლების სფეროში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკა და სტანდარტები. მთლიანობაში, როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, 2014 წელში სკოლის ხელმძღვანელობის საქმიანობას და მოღვაწოებას  დადებითად ვაფასებ. იმედს გამოვთქვამ, რომ  სკოლისთვის მომდევნო წელიც არანაკლებ შედეგიანი იქნება. თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა  იუსტიციის უმაღლესი სკოლის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია",-აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.

ანგარიშის წარდგენას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეც დაესწრო.  ხმალაძის აზრით, იუსტიციის უმაღლესი  სკოლის საქმიანობის ხარიხსი გაიზარდა.

"აშკარად გააქტიურდა იუსტიციის სკოლის საქმიანობა, ხარისხი გაიზარდა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მხოლოდ უმაღლესი   იურიდიული განათლება, ანუ განათლება, რომელსაც ადამიანები იღებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მათ  მაღალ დონეზე შეასრულონ ის მოვალეობები, რომელთა შესრულებაც შემდგომ უწევთ. გნებავთ იყოს მოსამართლის მოვალეობა, გნებავთ-სხვა სფეროში, თუნდაც სამოხელეო სფეროში საქმიანობა. უკვე სწავლების შემდგომ ეტაპზე,  რასაც  იუსტიციის უმაღლესი სკოლა ახორციელებს, საჭიროა, ადრე მიღებული ცოდნის უფრო გაღრმავებულად შესწავლა.სწორედ ეს არის ამ სკოლის დანიშნულება. გარდა ამისა, ეს არის პრაქტიკული მხარე, ანუ წვრთნა იმ საქმიანობაში, რომლის შესრულებასაც ისინი აპირებენ, ან რომელ საქმიანობასაც ეწევიან. კონფერენციაზე ითქვა და იუსტიციის უმაღლესი სკოლა გეგმავს იმას, რომ გაიზარდოს სწავლების ხანგრძლივობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ მივიღოთ უფრო მაღალ დონეზე  მომზადებული სპეციალისტები და  იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სკოლა ამ ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს",-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
კობახიძე - გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ტყუილები აღარ მოხვდეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics