09:48 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 17:54:15, 349 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი პარლამენტთან დაკავებულებზე: პატიმრობის შეფარდება რაღაც მეც არ მომწონს

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკის განცხადებით, 2 ოქტომბერს  პარლამენტთან დაკავებული პირებისთვის  პატიმრობის შეფარდების მომხრე არაა. თუმცა,  ვოლსკიმ სასამართლოზე ზეწოლა და პოლიტიკური გადაწყვეტილება  კატეგორიულად გამორიცხა. როგორც ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, აგრესიული ადამიანები  სამსახურში მიმავალ დეპუტატს თავს არ უნდა ესხმოდნენ.

"უსიამოვნო ფაქტი მოხდა, დეპუტატები მოდიოდნენ და არ უშვებდნენ, ხელს კრავდნენ და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რასაკვირველია, პატიმრობა რაღაც არ მომწონს მეც. სამართალდამცავების ფუნქციაში ჩარევაც არ ხელმეწიფება. პოლიტიკური გადაწყვეტილება, სასამართლოზე ზეწოლა- ეს არის სისულელე. ან განგებ ძაბავენ  სიტუაციას, ან სურთ,  რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. რა შუაშია ზეწოლა და რა შუაშია პოლიტიკური გადაწყვეტილება?! ვის უნდა მიეღო პოლიტიკური გადაწყვეტილება?! მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სპეკულაცია. რაც შეეხება პატიმრობას, მართალი გითხრათ, მე არ ვარ ამის მომხრე. არც იმის მომხრე ვარ, რომ ასე გამწარებული,  აგრესიული ხალხი ესხმოდეს დეპუტატს, რომელიც მიდის სამსახურში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა 2 ოქტომბერს დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ დღეს  მათ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics