11:14 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 19:41:45, 388 ნახვა

პოლიტიკა
სერგო რატიანი: საქართველოს ზვიგენების აუზთან მჯდომი მაფიოზი მართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის სერგო რატიანის განცხადებით, საქართველოს არაფორმალურად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძონა ივანიშვილი მართავს.

როგორც რატიანმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და მთავრობა გადადგეს.

„საქართველოს მართავს ზვიგენების აუზთან მჯდომი მაფიოზი და სწორედ ამ ფონზე უნდა ვუთხრათ ივანიშვილს, რომ ის უნდა წავიდეს. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ამ პარლამენტმა ამოწურა საკუთარი თავი მაშინ როდესც მოისურვეს „რუსთავი 2“- ის და სხვა მედიის დაქვემდებარება. როცა მოინდომა „რუსთავი 2“ - ის დახურვა და პლურალისტული გარემოს შეზღუდვა.

ეს ნიშნავს, იმას რომ აცნობიერებენ არჩევნებს ვერ მოიგებენ და გადაწყვიტეს არასამართლებრივი გზით სვლა. ჩვენ ხელისუფლება სამართლებრივ სივრცეში უნდა დავაბრუნოთ და ამიტომ ერთადერთი გამოსავალია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და მთავრობის გადადგომაა“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „თავისუფალი ზონის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics