03:33 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 13:56:26, 349 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი თბილისის იუსტიციის სახლში სოციალურ საწარმოს გახსნის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ იწყებს პროექტს - „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის“. 

როგორც "ექსპრესნიუსს" "დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან" აცნობეს, პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის  (IOM)  მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებშია დაფინანსებული.    

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა  ილიანა დერილოვამ დღეს საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრო. მისი განცხადებით, პროექტი თბილისის იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ სოციალური საწარმოს დაარსებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ორი სახის ბიზნესი იწარმოებს. 

„საწარმო  მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარების- ყოფილი მსჯავრდებულებისთვის  დასაქმებისა და მუშაობის მეშვეობით სარეაბილიტაციო პროგრამის შეთავაზებას, რაც მათ  საზოგადოებაში რესოციალიზაციას   შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში სულ დაგეგმილია ორი ობიექტის გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესში“, განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ, რომელმაც მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს თანამშრომლობისთვის და ამ პროგრამაში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. 
დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის ინფორმაციით, თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე მოეწყობა ავტოსამრეცხაო, მეორე სართულზე კი, თანამშრომლებისათვის კაფეტერია გაიხსნება. 

„პროექტის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ათობით ბენეფიციარი  სერვისის მიმწოდებელ სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდება. პროექტის „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის“ განხორციელების ვადაა ორი წელი და დასაქმდებიან ყოფილ პატიმართა რეაბილატაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული ყოფილი ნარკომომხმარებლები და პოტენციური მიგრანტები“,- აღნიშნა  ჯონი კვინიკაძემ. 

პროექტი  „მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის ფედერალური ოფისის“ მიერაა დაფინასებული. საგრანტო თანხა  87 500 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს. საგრანტო კონკურსი ჩატარდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის  (IOM)   პროგრამის - „სოციალური საწარმოების განვითარება ქართველ მოქალაქეთა და პოტენციურ მიგრანტებს შორის ნარკომოხმარების პრობლემის შემცირებისა და მათი სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით“ ფარგლებში. სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ მსჯავრდებულთა რებილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მხარდაჭერის მიზნით გაიხსნება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics