12:17 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 12:26:46, 571 ნახვა

სამხედრო
საქართველოს ესტონეთის არმიის მთავარი სერჟანტი ესტუმრა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი სიმ სალისტე ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ სტუმარს მასპინძლობა ქართველმა კოლეგამ - საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესიკ ხატიაშვილმა გაუწია. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

„ესტონელ კოლეგასთან ესტონეთსა და საქართველოში არსებული სერჟანტთა სისტემები განვიხილეთ. გავცვალეთ შეხედულებები და იდეები. ქართულ და ესტონურ სერჟანტთა სისტემას შორის ბევრი რამ არის საერთო. ჩვენ მსგავსი გამოწვევები გვაქვს და სამომავლო პერსპექტივებისთვის ინფორმაციის ინტენსიურ გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ბესიკ ხატიაშვილმა.

ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა შეხვედრა გამართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან. მხარეებმა საქართველო-ესტონეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ესტონეთის დელეგაცია უკვე იმყოფებოდა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში. ამჯერად ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრებიან და ცენტრში არსებულ სამუშაო პროცესს გაეცნობიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics