01:32 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 14:23:51, 694 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, ლარის გაუფასურებას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს

„თიბისი ბანკის“ დირექტორის  ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. 
ამის შესახებ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისივე თქმით, ლარის გაუფასურება უარყოფით გავლენას ახდენს ექსპორტზე და ამ მხრივ 2015 წელს მოლოდინი დადებითი არ არის. 
„ამ მხრივ სამწუხაროდ 2014 წლის ბოლო პერიოდი ცუდი იყო, 2015 წელსაც მოლოდინი დადებითი არ არის. მეორე ფაქტორი, რაზეც ცუდი გავლენაა, ეს არის საქართველოში ფულის ჩარიცხვა. წლიდან–წლამდე თუ შევადარებთ, 2014 წელს მცირედი კლება იყო ამ მხრივ, მაგრამ ძირითადი კლება 2014 წლის მე–5 კვარტალში დაფიქსირდა“, – აღნიშნა ბუცხრიკიძემ.
ბუცხრიკიძის განცხადებით,  ლარის გაუფასურება უარყოფითად აისახება იმ მოქალაქეებისათვის,  ვისაც საბანკო ვალდებულება დოლარში აქვთ. 
„საბანკო სექტორში სესხების 60%–მდე დოლარშია. თუმცა,  2008–2009 წლებისგან განსხვავებით, ძირითადად საკრედიტო ბარათები და სამომხმარებლო სესხები ლარშია, რაც მნიშვნელოვანია. ალბათ ნაწილობრივ სირთულეები იქნება იპოთეკარებისთვის. დაახლოებით 80% –მდე იპოთეკით დატვირთული სესხია გაცემული“, – აღნიშნა ბუცხრიკიძემ. 
ბუცხრიკიძის განცხადებით, დღევანდელი ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. 
„ უცხოური კომპანია BP ნახევარი მილიარდის ინვესტიციას გეგმავს. იგეგმება ასევე რამდენიმე ახალი პროექტების განცხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნის ეკონომიკას დაეხმარება“ , – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
მან ლარის გაუფასურების დადებითი მხარეებიც დაასახელა. 
„დადებითი აირს ის, რომ ნავთობის ფასი შემცირებულია. ფასები შემცირებულია ასევე იმპორტირებულ  კვებით პროდუქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2–3 თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში საკმაოდ გაფუჭდა, ინფლაციური მოვლენები ჯერჯერობით არ არის, რაც კარგის მაჩვენებელია“, – აღნიშნა ბუცხრიკიძემ და აქვე დასძინა,  თუ ლარის გაუფასურების შედეგად ინფლაცია არ გაიზრდება, უცხოელი ტურისტებისთვის საქართველო უფრო „გაიაფდება“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics