03:29 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 13:09:34, 360 ნახვა

პოლიტიკა
აკაკი მინაშვილი: მთავრობა და ივანიშვილი მინდა დავარწმუნო, რომ უფრო მალე წავლენ ხელისუფლებიდან, ვიდრე ჰგონიათ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, აკაკი მინაშვილი, ქობულეთში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, რევაზ ხარაზის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დაკავების მიზეზი, ხარაზის მეგობრის სოსო ბაჯელიძისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა გახდა, რაც  ხარაზმა გააპროტესტა.

„სოსო ბაჯელიძეს მართვის მოწმობოა შეუჩერეს იმ მიზეზით, რომ მან თითქოს  არჩილ ხაბაძის ექსკორტი შეაფერხა, რომელიც წესების დარღვევით მოძრაობდა, სოსო ბაჯელაძემ კი ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე გაატარა და ამიტომ ვერ დაუთმო ექსკორტს გზა.  თავხედობაა სანქციების  იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოყენება, რომლებიც წესების დაცვით მოძრაობენ. ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებს.  ხელისუფლებას, რომელმაც 3 წლის განმავლობაში ერთადერთი რამ გააკეთა - გააღარიბა მოსახლეობა, ჩამოშალა ეკონომიკა და ქვეყნის უსაფრთხოება მომავალი არ აქვს, მათ საზოგადოებამ განაჩენი გამოუტანა. ეს ხელისუფლება არის დასრულებული, დარჩა გარკვეული პერიოდი მხოლოდ იმისთვის, რომ  ამ დასრულების გაფორმება მოხდეს. მინდა ეს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი დავარწმუნო, რომ ის უფრო მალე წავა ხელისუფლებიდან ვიდრე  ჰგონია“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics