05:26 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 15:18:29, 580 ნახვა

სამართალი
ქუცნაშვილი მართლმსაჯულების ორმაგ სტანდარტზე: სასამართლოს განსასჯელია რატომ განასხვავა ერთი შემთხვევა მეორისგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, სასამართლოს განსასჯელია თუ რატომ განასხვავა ერთი შემთხვევა მეორისგან.

ამის შესახებ ქუცნაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის პარლამენტთან რამდენიმე დღის წინ ინცინდენტი მოხდა. იყო შეხლა-შემოხლა, რა დროსაც უმრავლესობის წევრ დავით ლორთქიფანიძეს „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა კოსტუმი შემოახიეს. საქმე სსკ-ის მ 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე. აქციის მონაწილეებს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამაზე უფრო მძიმე ფაქტი ორი წლის წინ მოხდა. 2013 წლის 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სერგო რატიანსა და ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თაქთაქიშვილს ცხვირი გაუტეხეს. გამოძიება მაშინაც სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა სასამართლომ მაშინ ბრალდებულები 1000 და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტის მართლმსაჯულება, ამ კითხვით „ექსპრესნიუსმა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, იურისტ ზაქარია ქუცნაშვილს მიმართა.

ქუცნაშვილის თქმით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს გავს, თუმცა, აქვე, განმარტა, რომ ეს სასამართლოს შესაფასებელია და ის კონკრეტულ შეფასებას ვერ გააკეთებს.  

„პირველი შემთხვევა არ იყო დაკავშირებული პარლამენტში  საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.   მეორე  შემთხვევაში როცა ადამიანი მიოდიოდა სამსახურში კარებში დახვდნენ და მის მიმართ პროტესტი გამოხატეს. ეს ამბები მთლად იდენტური არ არის. 

ერთია როცა აქციაზე ხდება, მეორეა როცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ხდება ინცინდენტი.  ეს ორი შემთხვევა რა თქმა უნდა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე უკვე სასამართლოს განსასჯელია რატომ განასხვავა ეს  შინაარსი იმ შინაარსისგან. ეს არის უკვე სასამართლოს კომპეტენცია. ეს სცილდება ხელისუფლების  საკანონმდებლო და აღმასრულებელი განშტოების სფეროებს.  ეს არის სასამართლოს შესაფასებელი პირველ და მეორე შემთხვევაში რა მოტივაციით მოქმედებდა“,- განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics