18:02 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 15:28:31, 722 ნახვა

პოლიტიკა Lifestyle
რომან გოცირიძე: ”ყაზტრანსგაზი” მთავრობას აშანტაჟებს

”ყაზტრანსგაზი” მთავრობას აშანტაჟებს, - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "ყაზტრანსგაზმა" ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.

როგორც გოცირიძე აცხადებს, „ყაზტრანსგაზს“ პრეტენზიები მას შემდეგ შეიძლება ჰქონდეს, რაც ვალს დააბრუნებს.

”ყაზტრანსგაზი” მთავრობას აშანტაჟებს. თუ არ დამაბრუნებთ მართვაში, გიჩივლებთ და განხორციელებულ ინვესტიციებს უკან წავიღებო. არა და 80 მილიონი დაუგროვდა ვალი. იყიდა ქვეყნის კუთვნილი გაზი. ფული არ გადაიხადა. ამონაგები ინვესტიციებად გამოიყენა( ესეც საკითხავია, თუ რამდენი) და ახლა ამბობს, ჩემს ინვესტიციებს წავიღებო.

ჯერ ვალი დააბრუნოს და მერე იქონიოს პრეტენზიები.

შეიძლება ეს მთავრობაში ვიღაცებთან შეთანხმებითაც კეთდება. ვითომ სასამართლოს შიშით მთავრობა კომპრომისზე წავა. მერე კი ყაზახები ადგებიან და გაყიდიან. რუსებზე და მათ აქაურ მეგობრებზე, რა თქმა უნდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან დაიწერა ყაზახურ პრესაში, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ვიზიტის დროს.

მოკლედ, ყაზახები ვალების სარფიანად რესტრუქტურიზაციას ითხოვენ და ემზადებიან გასასვლელად აქაურების ფარული მხარდაჭერით.

ასეთი ვითარებაა ”ენერგო პრო ჯორჯიას” შემთხვევაში, რომელიც კახეთისა და თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის გარდა ყველაფერს ფლობს და ათამდე ელექტროსადგურის მესაკუთრეცაა“, - წერს რომან გოცირიძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TI - „ქართული ოცნება“ ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ივანიშვილს არგებს
სააკაშვილი - ენმ-ს ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ
ვოლსკი - არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ხაბეიშვილს ბრძოლაში წაჰყვება
ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს - ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ?

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics