05:27 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 15:58:48, 744 ნახვა

სამართალი
იურისტი: მარიხუანას მოხმარებაზე კანონის ლიბერალიზაცია იმ პირებსაც შეეხება, ვისაც პირობითი აქვს მისჯილი

მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებით ძველი საქმეებიც გადაიხედება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განუცხადეს, მარიხუანას მცირე ოდენობით განმეორებითი მოხმარებისთვის განსაზღვრული სანქციების ჩამონათვალიდან თავისუფლების აღკვეთის ამოღება იმ პირებსაც შეეხება, ვისაც პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი.

„რა თქმა უნდა იმოქმედებს, რადგან კანონს, რომელიც ამსუბუქებს და უფრო კარგ მდგომარეობაში აყენებს პიროვნებას, უკუ ძალა აქვს. შესაბამისად ვინც ამ მუხლით იქნება გასამართლებული იმ ფარგლებში რასაც პარლამენტი მიიღებს შეეხებათ როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება, ანუ მოხდება მათი საქმის გადახედვა“, - განაცხადა საიას იურისტმა ლევან ვეფხვაძემ.

შევა თუ არა ცვლილება კანონპროექტში იურისტის აზრით, საშემოდგომო სესიაზე გადაწყდება.

„საშემოდგომო სესიაზე გვეცოდინება საბოლოო პასუხი უჭერენ მხარს, თუ არა დეპუტატები. ყველაფერი დამოკიდებულია პლენარულ სხდომაზე, სადაც უნდა დაუჭირონ მხარი დეპუტატებმა, დიდი შემადგენლობით უმრავლესობამ, მათზე ვართ დამოკიდებულნი“, - აღნიშნა სისხლის სამართლის ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მარიხუანას მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას. პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ კაჭახიძემაც, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტზე კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა. ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კი კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. იმისთვის, რომ კანონპროექტში ზემოთ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდეს, საჭიროა პარლამენტის მხარდაჭერა, 75 ხმით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics