13:54 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 17:45:10, 403 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის 66-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ჟენევაში,  გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის 66-ესხდომაზე, გენერალურ დებატებზე,  სიტყვით წარსდგა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრმა განმარტა დევნილთა და ლტოლვილთა კუთხით არსებული ზოგადი ვითარება საქართველოში.

სოზარ სუბარმა ისაუბრა სირიიდან, ერაყიდან, უკრაინიდან და ავღანეთიდან ლტოლვილთა გაზრდილ შემოდინებაზე საქართველოში და მწუხარება გამოთქვა, რომ მსოფლიო მასშტაბით ლტოლვილთა რიცხვი გაიზარდა.

„ამ საკითხში საქართველო მხარს უჭერს ევროკავშირის პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ საერთო ძალებით შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მხრივ სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ლტოლვილისა და საერთაშორისო საჭიროების მქონე სხვა პირთა შესახებ საქართველოს კანონზე.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა დევნილთა განსახლებისა და ინტეგრაციის კუთხით სამინისტროს მიღწევებსა და დაგეგმილ აქტივობებზე. მან ხაზი გაუსვაიმფაქტს, რომ საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების დიდი რაოდენობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ამ მიმართულებით დახმარების აღმოჩენისკენ.

სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე, ყურადება გაამახვილა მავთულხლართების აღმართვასა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებს შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს ჟენევის დის- კუსიებში აქტიური ჩართულობისთვის და გაეროს ლტოლვითა უმაღლეს კომისარიატს დევნილთა და ლტოლვილთა მიმართულებით გატარებული ღონისძიებებისთვის.

მინისტრის გამოსვლა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუტიერეშმა შეაფასა.

„მე ძალიან მომწონს თქვენი პოლიტიკა დევნილთა ინტეგრაციის მიმართულებით. ხშირად ქვეყნები გადაადგილებულ პირებს ცუდ  პირობებში ამყოფებენ,  რომ ეს თემა პროპაგანდის იარაღად გამოიყენონ. თქვენ გაგაჩნიათ ძლიერი პროაქტიური პოლიტიკა, რომელიც გარანტიას აძლევს იძულებით გადაადგილებულებს იცხოვრონ ღირსეულად, რა თქმა უნდა, დაბრუნების უფლების შენარჩუნებით. ჩვენ ასევე მივესალმებით თქვენს პოლიტიკას თავშესაფრის საკითხებში“, - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.

სოზარ სუბარის ვიზიტი ჟენევაში კვირის ბოლომდე გასტანს. დაგეგმილია შეხვედრა მინისტრსა და ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შორის.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველო გახდა გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ქვეყანა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics