23:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 18:22:42, 540 ნახვა

პოლიტიკა
საზმაუს ჟურნალისტები: პროდიუსერად „ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერჟურნალისტი“ ლიკა ხურციძე დაგვინიშნეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟრნალისტები საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის გიორგი გვიმრაძის დანიშვნასთან ერთად პროდუსერის ლიკა ხურციძის დანიშვნასაც აპროტესტებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ჟურნალისტებმა განუცხადეს,  ახლადდანიშნულმა საინფორმაციოს უფროსმა გიორგი გვიმრაძემ დღეს დილით საინფორმაციოს მთავარ პროდუსერად, ლაშა მიქაძის ადგილას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ლიკა ხურციძე წარადგინა.  

ჟურნალისტურ საქმიანობაში  გიორგი გვიმრაძის გამოუცდელობა და პოლიტიკური თანამოაზრის პროდიუსერად დანიშვნა  პირველი არხის ჟურნალისტების პროტესტს იწვევს.

ისინი მთავარი გამოშვების შემდეგ, 7 საათზე აპირებენ შეხვდნენ ახალ უფროსს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

„მისი გამოუცდელობა ამ საქმეში იწვევს პროტესტს და ასეთი საკადრო გადაწყვეტილებები  არის მაგის შედეგი. პლუს ხურციძის დანიშვნა. ლიკა ხურციძე „ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერჟურნალისტია“. იგი ახლად დანიშნულმა საინფორმაციოს უფროსმა გიორგი გვიმრაძემ დღეს წარგვიდგინა და განაცხადა რომ  ნიუსის მუშაობას ლიკა ხურციძე განსაზღვრავს“, - განაცხადეს არხის ჟურნალისტებმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics